მხარდაჭერა

„თი ბი სი“ ბანკი

თიბისი ბანკი არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომლის აქციების უმეტეს წილს ფლობენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები: EBRD, IFC, DEG, FMO, JP Morgan და Ashmore Funds.

თავისი არსებობის 21-ე წლისთავზე, თიბისი ბანკი ფლობს წამყვან პოზიციებს კორპორატიულ, საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესისა და მიკრო საფინანსო სეგმენტში.

თიბისი ბანკი არის ერთადერთი და პირველი ბანკი საქართველოში, რომელმაც მსოფლიოში საუკეთესო ინტერნეტ სერვისის მქონე ბანკის სტატუსი მოიპოვა ჟურნალ Global Finance-ისგან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მისი, როგორც ინოვაციური და თანამედროვე ბანკის იმიჯს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

თიბისი ბანკს აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ხანგრძლივი ისტორია - დაარსების დღიდან ის გამოირჩევა სხვადასხვა სოციალური, კულტურული თუ საზოგადოებრივი პროექტების არა მხოლოდ დაფინანსებით, არამედ ინიცირებითა და უშუალო ორგანიზებითაც. დღემდე თიბისი ბანკი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ წრეებთან - მხატვრებთან, მწერლებთან,მუსიკოსებთან, არტისტებთან და სხვადასხვა კულტურულ თუ სოციალურ ჯგუფებთან, რათა ხელი შეუწყოს არა ერთი, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

თბილისის მერია

IDS ბორჯომი საქართველო“

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ საერთაშორისო კომპანია „IDS Borjomi International”-ის შემადგენელი ნაწილია. „IDS Borjomi International”-ი ნატურალური მინერალური წყლის უმსხვილესი მწარმოებელია. წარმოების მაჩვენებლის მიხედვით იგი დსთ-სა და ბალტიისპირეთის მაშტაბით ბაზრის ლიდერი კომპანიაა ბუტილირებული ნატურალური მინერალური წყლების სეგმენტში.

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ ქართული მინერალური წყლების ბაზრის ლიდერია. ბაზარზე მისი პროდუქცია წარმოდგენილია მინერალური წყლის შემდეგი ბრენდებით: „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ბორჯომის წყაროები“ და „ბაკურიანი“. საქვეყნოდ ცნობილი ბრენდით „ბორჯომი“ კომპანია დღეს დღეობით მსოფლიოს 41 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“-ს ბაზარზე შემოაქვს ბუნებრივი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წყალი, რომელიც უსაზღვრო ენერგიას ჰმატებს მომხმარებელს.

კომპანიის მუშაობა ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს: გაყიდვების გეოგრაფიის გაფართოებას, ბაზრების დივერსიფიკაციას, არსებულ ბაზრებზე აქტიური მარკეტინგული კამპანიების ჩატარებას და პორტფელის გამდიდრებას მინერალური წყლის ახალი ბრენდებით.

მოხმარების წესები/იურიდიული საკითხები

მნიშვნელოვანია! გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ქვემოთ მოყვანილი ვებგვერდის გამოყენების პირობები და წესები.


საავტორო უფლება/ვებ გვერდზე განთავსებული მასალის გამოყენება

ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელებში განთავსებულ ფოტომასალისა და ტექსტებზე ყველანაირი უფლება  ეკუთვნის  ©  ჩუქურთმა გუდიაშვილს,  ©  ა(ა)იპ  ” ლადო გუდიაშვილის ფონდი” და  ©  შ.პ.ს.-ს ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი.

ჩუქურთმა გუდიაშვილი,  ა(ა)იპ  ” ლადო გუდიაშვილის ფონდი და შ.პ.ს. ”ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი” ფლობენ საავტორო უფლებას ყველა მასალაზე, რაც არის განთავსებული ვებგვერდზე. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ნებისმიერი მასალის გამოყენება ან შეცვლა არის საავტორო უფლების დარღვევა. ვებგვერდის მასალის კოპირება, რეპროდუცირება, გამოქვეყნება, მასალის ჩამოტვირთვა, გავრცელება და გადაცემა ნებისმიერი ხერხით, წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, აკრძალულია. © ჩ. გუდიაშვილი. ©  ა(ა)იპ  ” ლადო გუდიაშვილის ფონდი”. ©  შ.პ.ს. ”ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი”. ყველა უფლება დაცულია 

ინფორმაციის უკანასკნელი განახლების თარიღი: ივნისი 2022 წელი