ვიზიტი ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზში

სამუშაო საათები

ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზი მუშაობს ყოველ დღე ოფიციალური დღესასწაულების  გარდა 13:00-დან–21:30-მდე.ბოლო ვიზიტი 21:00.

სახელმწიფოში არსებული ოფიციალური უქმე დღეები:

  

ბილეთები

 

მისამართი 

ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზი

ლ. გუდიაშვილის ქუჩა #11, თბილისი, 0105, საქართველო

ტელ: (+99532) 2 93 23 05

 ელ. ფოსტა: info.ladogudiashvili@gmail.com 

 

რჩევები და წესები

მასწავლებლები და ჯგუფის ლიდერები პასუხისმგებელი არიან გააკონტროლონ თავისი ჯგუფის წევრების ქცევა.

დაუშვებელია საგამოფენო დარბაზში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, საჭმლის ან სასმელის შეტანა.

არ შეიძლება ხელოვნების ნიმუშების კოპირება საგამოფენო დარბაზის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე.

ვიზიტორებს ეკრძალებათ საგამოფენო დარბაზში დაცული ხელოვნების ნიმუშების ხელით შეხება.

პალტოები, ქოლგები, ზურგჩანთები, სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები, მოტოციკლის მუზარადები უნდა დარჩეს გარდერობში, პირველ სართულზე.

ვიზიტორებმა, რომლებიც სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით, ბილეთების შეძენისას უნდა წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტი.

 

ხშირად დასმული კითხვები

1. არის თუ არა საჭირო წინასწარ ბილეთების რეზერვაცია?

ბილეთების რეზერვაცია საჭიროა მხოლოდ ჯგუფებისათვის. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ (+995 32) 2 93 23 05 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: info.ladogudiashvili@gmail.com 

2. შეიძლება თუ არა ზურგჩანთების შეტანა საგამოფენო დარბაზში?

ზურგჩანთების, სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთების, ქოლგების, საკვების, სასმელის შეტანა, ასევე, შინაური ცხოველების შეშვება საგამოფენო დარბაზებში არ შეიძლება.
საგამოფენო დარბაზს აქვს უფასო გარდერობი, სადაც შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი ნივთები.

 

3. საჭიროა თუ არა ბილეთის შეძენა საგამოფენო დარბაზის, მაღაზიაში შესვლისას?

არ არის საჭირო, მაღაზია, მდებარეობს საგამოფენო დარბაზის ნულოვან სართულზე, სადაც შესვლა თავისუფალია.

4. შეიძლება თუ არა ღონისძიების ან კონფერენციის ჩატარება ფონდის  საგამოფენო დარბაზში?

დიახ, საგამოფენო დარბაზში შეიძლება ჩატარდეს კონფერენცია, სემინარი, კონცერტი და სხვა ღონისძიებები. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით (+995 32) 2 93 23 05 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: info@ladogudiashvili.ge, ან მობრძანდით ლ. გუდიაშვილის ქ. #11, თბილისი 0105

5. შეიძლება თუ არა ვებგვერდზე არსებული ფოტომასალისა და ტექსტის ასლის გადაღება?

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ნებისმიერი მასალის გამოყენება ან შეცვლა, არის საავტორო უფლებების დარღვევა. ვებგვერდის მასალის კოპირება, რეპროდუცირება, გამოქვეყნება, მასალის ჩამოტვირთვა, გავრცელება და გადაცემა ნებისმიერი ხერხით, წინანსაწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, აკრძალულია. გთხოვთ, იხილოთ იურიდიული ინფორმაცია.

 

მოხმარების წესები/იურიდიული საკითხები

მნიშვნელოვანია! გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ქვემოთ მოყვანილი ვებგვერდის გამოყენების პირობები და წესები.


საავტორო უფლება/ვებ გვერდზე განთავსებული მასალის გამოყენება

ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელებში განთავსებულ ფოტომასალისა და ტექსტებზე ყველანაირი უფლება  ეკუთვნის  ©  ჩუქურთმა გუდიაშვილს,  ©  ა(ა)იპ  ” ლადო გუდიაშვილის ფონდი” და  ©  შ.პ.ს.-ს ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი.

ჩუქურთმა გუდიაშვილი,  ა(ა)იპ  ” ლადო გუდიაშვილის ფონდი და შ.პ.ს. ”ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი” ფლობენ საავტორო უფლებას ყველა მასალაზე, რაც არის განთავსებული ვებგვერდზე. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ნებისმიერი მასალის გამოყენება ან შეცვლა არის საავტორო უფლების დარღვევა. ვებგვერდის მასალის კოპირება, რეპროდუცირება, გამოქვეყნება, მასალის ჩამოტვირთვა, გავრცელება და გადაცემა ნებისმიერი ხერხით, წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, აკრძალულია. © ჩ. გუდიაშვილი. ©  ა(ა)იპ  ” ლადო გუდიაშვილის ფონდი”. ©  შ.პ.ს. ”ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი”. ყველა უფლება დაცულია 

ინფორმაციის უკანასკნელი განახლების თარიღი: ივნისი 2022 წელი